ვაკეში „პიქსელის“ შენობასთან მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ მამაკაცს
აღმკვეთი ღონისძიების სახით წინანსწარი პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სამედიცინო დაწესებულებაში იმსჯელა.
წინა სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ვაკეში „პიქსელის“ შენობის წინ ქმარმა ცოლი დანით დაჭრა, რის შემდეგაც თვითდაზიანებები მიიყენა. ინციდენტის შემდეგ მამაკაცმა ყელი გამოიჭრა.

















