logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა
სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა
13:10 12.09.2017

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში

მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა. დაწესებულებაში სახელოსნოებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო, რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
სასჯელაღსრულებისა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსი, ლეილა აფციაური ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელი, გერჰარდ შაუმბერგერი, Hilfswerk Austria International-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, ნიკოლ მარია ბაუერი ესწრებოდნენ.
სახელოსნოებში მსჯავრდებულები ახალ პროფესიას დაეუფლებიან, შეისწავლიან მინანქრისა და კერამიკის დამუშავებას. დაწესებულებაში შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევები მათ საზოგადოებაში სწრაფ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
კერამიკის შემსწავლელ კურსებში N14 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებიც ჩაერთვებიან, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.
მინანქრის სახელოსნო, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაცია „Hilfswerk Austria International” და მისი ქართულ პარტნიორ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ ხელშეწყობით შეიქმნა. კერამიკის სახელოსნოს მოწყობასა და მსჯავრდებულებისთვის კერამიკის შემსწავლელი კურსების ჩატარებას არასამთავრობო ორგანიზაციები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვისა“ და სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ უზრუნველყოფს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, ზვიად მიხანაშვილმა, პენიტენციურ დაწესებულებებში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოების გახსნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ემსახურება. N15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ახალი დასაქმების კერა გაჩნდა. პენიტენციური დაწესებულებების დატოვების შემდეგ, მსჯავრდებულებს ექნებათ კონკრეტული პროფესია, რაც, საბოლოოდ, მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელის, გერჰარდ შაუმბერგერის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი მიმართულია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისაკენ და მათი საზოგადოებაში სწრაფი ინტეგრაციისაკენ.

"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წარმატებული პროექტია, რომელშიც პრობაციონერები და ყოფილი მსჯავრდებულები იყვნენ ჩართულნი და ახლა უკვე ამ გამოცდილების დანერგვა დაწესებულებებში გრძელდება. დარწმუნებული ვარ, მსჯავრდებულები, რომლებიც აქ მინანქარზე მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ, დაწესებულების დატოვების შემდეგაც ამ გამოცდილებას თავიანთი ცხოვრების პოზიტიურად განვითარებისთვის გამოყენებენ" - აღნიშნა შაუმბერგერმა.

პენიტენციურ დაწესებულებებში კერამიკისა და მინანქრის შემსწავლელი კურსის გავლას 200-მდე მსჯავრდებული შეძლებს. პროექტი ორწელიწადნახევარი გრძელდება და ის ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.




 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა