თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე 44 წლის თურქი მამაკაცი დააკავეს.
როგორც ბრალდებული აცხადებს, გარდაცვლილს მისი ვალი ჰქონდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გარდაცვლილს საქართველოში გადმოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, თურქეთში 51 წლისქართველ ქალს ქუჩაში ცივი იარაღით 6 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

















