logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 შსს-მ ხე-ტყის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
შსს-მ ხე-ტყის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
10:35 08.09.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონოდ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის, ასევე, სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტები გამოავლინეს.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, 1983 წელს დაბადებული კ.ც. ამხილეს და მისი ავტომობილიდან 1.5 მ3 წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა ამოიღეს, რომელიც მას ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. ფაქტზე გამოძიება სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობაზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტზე, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე (ხიდისთავის) განყოფილების თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ლ.ქ. ამხილეს და მისი კუთვნილი „ფორდ ტრანზიტიდან“ 3 მ3 საშეშე მერქანი ამოიღეს, რომელიც მას გორის რაიონის სოფელ ღვარებიდან ხიდისთავის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. გამოძიება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით).
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული თ.ა. ამხილეს, რომელსაც გორში 22 მ3 წიწვოვანი ხის დახერხილი ფიცარი გადაჰქონდა. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლი).
ამასთან, პოლიციამ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე 4 პირი ამხილა. კერძოდ,
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ რუისთან, 1978 წელს დაბადებული ბ.ფ. უკანონოდ ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტზე ამხილეს. მას ბორჯომიდან თბილისისკენ „ფორდ ტრანზიტით“ 1,2 მ3 წიწვოვანი ხის უსაბუთო დახერხილი ფიცარი გადაჰქონდა.
ამავე ბრალდებით, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მეოთხე (ხიდისთავის) განყოფილების თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული ზ.ყ. ამხილეს. მხილებულს გორის რაიონის სოფელ ბნავისიდან ხიდისთავის მიმართულებით, უსაბუთოდ, 2,8 მ3 ვერხვისა და რცხილის ჯიშის საშეშე მერქანი გადაჰქონდა.
უკანონოდ ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა ასევე ხიდისთავში, სადაც სამართალდამცველებმა 1999 წელს დაბადებული გ.ვ. 2 მ3 საშეშე მერქნის უსაბუთოდ გადატანის ფაქტზე ამხილეს და ხაშურში, სადაც პოლიციამ 1992 წელს დაბადებული გ.ა. ამხილა, რომელსაც ავტომანქანა „ნივით“ 1მ3. წიწვოვანი ხის მასალა გადაჰქონდა.
ოთხივე შემთხვევაზე, მხილებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მეორე პრიმა მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებს გულისხმობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა