გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე "ტოიოტასა" და "ჰონდას" მარკის
ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ძლიერი დარტყმის გამო "ტოიოტას" მარკის ავტომობილი მოცურდა, ბოძს შეეჯახა და წააქცია.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

















