თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის კახა კუკავას განცხადებით, კომპანია "სითი-პარკი" წარმოადგენს
ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას თბილისელებისთვის და მისი მერად არჩევის შემთხვევაში "ამ ავადსახსენებელ კომპანიასთან" დადებულ დანაშაულებრივ კონტრაქტს აუცილებლად გააუქმებს.
კუკავას თქმით, მისი გუნდი აუცილებლად გაასაჩივრებს ყველა შედგენილ ქვითარს, რის შედეგადაც "სითი პარკს" მოუწევს დაზარალებული მოქალაქებისთვის თანხის უკან დაბრუნება.
"თბილისელებისგან ჩვენ გვჭირდება ის, რომ ყველა საჯარიმო ქვითარი დაუტოვონ ჩვენს წარმომადგენელს, რომელიც მუდმივად იდგება "სითი-პარკის" საჯარიმო ავტოსადგომთან,"-განაცხადა კახა კუკავამ "სითი პარკის" საქმიანობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.

















