გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში (ხოკოს უბანი), შემოწმების მიზნით გაჩერებულ ცემენტმზიდს, ვიზუალური დათვალიერებით, დალუქული და დაზიანებული ჰქონდა ლუქები. საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ავტომანქანის მისაბმელში, პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს.
მძღოლმა ვერ წარმაოდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შესაბამისად, შედგა აქტი, ხოლო ავტომანქანა დაილუქა.

















