logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახალხო დამცველი: პროკურატურას  სურდა გიორგი მამალაძის საქმის გამოძიება საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარმართულიყო
სახალხო დამცველი: პროკურატურას სურდა გიორგი მამალაძის საქმის გამოძიება საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარმართულიყო
17:22 06.09.2017
სახალხო დამცველი ეხმაურება ე.წ. "ციანიდის საქმის" პროკურორის ჯარჯი წიკლაურის საჯარო განცხადებას და მოუწოდებს მას თავი შეიკავოს არასწორი განცხადებებისგან, პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიმართ პროფესიული პატივისცემა გამოიჩინოს.
"სამწუხაროა,რომ საჯარო თანამდებობის პირებს ავიწყდებათ კონსტიტუციის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის მთავარი ფუნქცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მონიტორინგია. შესაბამისად, სახალხო დამცველი აღჭურვილია სრული უფლებამოსილებით, სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე გააცნოს"-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველი არ წარმოადგენს "მეოთხე ინსტანციის" სასამართლოს და შესაბამისად ამ კონკრეტულ საქმეზე მის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობაში მეოთხე ინსტანციის ფუნქციები არ იკვეთება.

"სახალხო დამცველს არ შეუცვლია მოსამართლის განაჩენი, ასევე, არ მიუთითებია მოსამართლისთვის რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა გაეტარებინა საქმის განხილვისას. საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას შედეგები მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გააცნო, რაც პირდაპირ კონსტიტუციიდან და ორგანული კანონიდან გამომდინარეობს.
"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად, "საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას სახელმწიფო ხელისუფლების უწევს ... საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას.
საინტერესოა ბატონი პროკურორის მხრიდან საპარლამენტო ანგარიშში დაფიქსირებული ინფორმაციისთვის "წინასწარისა და არაობიექტურის" წოდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეს უნდა ესმოდეს უდანაშაულობის პრეზუმპციის არსი. გაურკვეველია, რა დამატებითი მასალის შესწავლა სჭირდება უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის გამოვლენას, როდესაც ყველამ მოისმინა გიორგი მამალაძის დაკავების შემდგომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ (მთავარი პროკურორის ჩათვლით) გაკეთებული განცხადებები"-აღნიშნა სახალხო დამცველმა.
მისივე თქმით, პროკურატურის უსაფუძვლო ბრალდებები სახალხო დამცველის მიერ საკუთარი უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებამ გამოიწვია.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ერთადერთი იყო, ვინც საზოგადოებას თავიდანვე აწვდიდა ინფორმაციას გიორგი მამალაძის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შიმშილობის მიზეზების შესახებ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სხდომების სრულად დახურვის საფუძველი მოცემულ საქმეში არ გამოკვეთილა. მესამე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი პროცესის ნაწილობრივი დახურვის შედეგად"-თქვა სახალხო დამცველმა.
ნანუაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ თავიდანვე შეზღუდა ბრალდებულის ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილით და სურდა საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარმართულიყო.

" წინამდებარე განცხადებები ანალოგიურ მიზანს ემსახურება – არ გახმაურდეს საქმეში არსებული დარღვევები. სწორედ ამიტომ სვამს კითხვებს პროკურორი ზვიად გუბელაძე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა სახალხო დამცველის ჩართვა მოცემულ საქმეში, ან რატომ ამყარებდა კომუნიკაციას პრესის წარმომადგენლებთან.

სახალხო დამცველმა არაერთხელ დააფიქსირა პატივისცემა სასამართლოს მიმართ და გამოთქვა მოლოდინი ე.წ. "ციანიდის საქმის" განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა ამ ეტაპზე მხოლოდ საქმის გამოძიებაში დაშვებული ხარვეზები მიმოიხილა. ხუთი სექტემბრის საჯარო განცხადებაში საუბარი არ ყოფილა მტკიცებულებათა ერთობლიობის საკმარისობის ან მტკიცების სტანდარტის საკითხებზე. შესაბამისად, პროკურორთა განცხადებები უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.
და ბოლოს, სახალხო დამცველი მოუწოდებს ჯარჯი წიკლაურს, პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ ინსტიტუტს და თავი შეიკავოს სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიმართ პირადი ხასიათის უპატივცემულო განცხადებებისგან. მსგავსი არაპროფესიონალური დამოკიდებულება, პირველ რიგში, თავად პროკურატურის რეპუტაციას ლახავს"-განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დეკანოზს ბრალი ედება შორენა თეთრუაშვილის პატრიარქის მდივან-რეფერატის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარარის შეძენა- შენახვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა