პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის თქმით, მამა გიორგისთვის გამოტანილი განაჩენი
მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მიიჩნევს, რომ სასჯელად 9 წლის განსაზღვრა ცინიკური გადაწყვეტილებაა."ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ველოდი და არაერთხელ მითქვამს, რომ პროკურატურას არ გაუჭირდებოდა სასამართლოში გამამატყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებების გამოტანა.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, პროკურატურას 109 თუ 110 მოწმე ჰყავდა და დაცვის მხარეს კი მხოლოდ ერთი მოწმე, ისიც ირაკლი ფირცხალავა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა არ იყოს ცინიკურად მეჩვენება, იმ ფონზე, როცა ადამიანებს რვა წლიან პატიმრობას უსჯიან საზღვარზე ნარკოტიკის გადმოტანაზე, ხოლო, საზღვრიდან ციანიდის გატანაზე 9 წლის მისჯა ცინიკურია"-აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის სამოქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წაყენებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მოზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა- შენახვაში 18, 108-ე მუხლითა და 236 -ე მუხლის მეორე ნაწილით და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















