შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 15 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი ამხილეს.
სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის და ასპინძის რაიონში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, ხოლო ბორჯომში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე პრიმა-3 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს გულისხმობს.

















