logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახალხო დამცველი „ციანიდის საქმეზე“: სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა
სახალხო დამცველი „ციანიდის საქმეზე“: სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა
16:13 05.09.2017

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი

განაჩენით, რომელიც ე.წ. „ციანიდის საქმეს“ ეხება მართლმსაჯულება არ აღსრულდა.
ომბუდსმენის თქმითვე, საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ მოუპოვებია ციანიდის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, არ არის იდენტიფიცირებული პირი, ვისგანაც დეკანოზმა ნივთიერება შეიძინა და ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით ხელოვნურად გამოყოფილი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

„სახალხო დამცველი ადასტურებს საკუთარ პატივისცემას სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთავარი ინსტიტუციის მიმართ. ამასთან, კონსტიტუციური მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს აღნიშნულ საქმეზე 7 თვის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი მონიტორინგის ძირითადი შედეგები.
მონიტორინგის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა და ხელი შეუშალა ბრალდებულსა და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში. გამოძიების პირველი დღიდანვე უდანაშაულობის პრეზუმფციისა და მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა არაერთი ხარვეზისა, რომელთაც მოგვიანებით იჩინა თავი.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მიუღებელია სასამართლო პროცესის სრულად დახურვის გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოებას სხდომების მიმდინარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა წაართვა. მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა საჭიროებას არ წარმოადგენდა.
ე.წ. „ციანიდის საქმის“ მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა. მათ უმრავლესობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი დაელოდება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას, თუმცა პირდაპირ შეიძლება აღინიშნოს დარღვევები, რომლებმაც აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს პროცესის სამართლიან მიმდინარეობას.
თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუზღუდეს დაცვის მხარეს უფლება, მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. გაუგებარია, თუ ვისი პერსონალურ მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად იყო დახურული და ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული. ამასთან, გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების დაცვა მოცემულ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლების უპირატეს ინტერესს, როდესაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში მონაცემთა დამუშავებაზე.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტის ვიდეოკამერების ჩანაწერის მოპოვება არ უზრუნველყო არც ბრალდების მხარემ. პროკურატურამ უზრუნველყო მეორეხარისხოვანი საპროცესო მოქმედებების ვიდეოკამერაზე დაფიქსირება მაშინ, როდესაც მთავარი მოქმედებების კანონიერების საკითხი ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. შედეგად, შეუძლებელი გახდა ობიექტური მტკიცებულების მოპოვება საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხზე. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა იმის გამო, რომ აეროპორტში მყოფ პირთა ჩვენებებს შორის რამდენიმე შეუსაბამობა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ მოუპოვებია ციანიდის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება. არ არის იდენტიფიცირებული პირი, ვისგანაც დეკანოზმა ნივთიერება შეიძინა. ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით ხელოვნურად გამოყოფილი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.
სამწუხაროა, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა რამდენიმე ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც შეიქმნებოდა ნეიტრალური მტკიცებულება და გადამოწმდებოდა დაცვის მხარის ვერსია. პროკურატურას არ უპასუხია კითხვაზე, თუ რატომ არ დაინიშნა დაქტილოსკოპიური ან გენეტიკური ექსპერტიზა ამოღებულ კოლოფთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა მის ფლობას. ასევე არადამაჯერებელია ბრალდების განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაინიშნა ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე თავდაპირველად ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზა, რის შემდეგაც შეუძლებელი იქნებოდა დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება.
სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში გაეცნობა განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, რათა ნათელი გახდეს, კონკრეტულად რომელი მტკიცებულებები გაიზიარა მოსამართლემ და რა ინფორმაცია მიიჩნია გადამწყვეტად გადაწყვეტილების მიღებისას. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე პროცესის მონიტორინგს ზემდგომ ინსტანციაში. პროცესის მიმდინარეობასა და საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიმოხილული იქნება სპეციალურ მოხსენებაში, რომელიც საზოგადოებას უახლოეს ხანში წარედგინება“-აღნიშნა სახალხო დამცველმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვაში სისხლის სამართლის კოდექსის 18, 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.



 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა