logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ასავალ-დასავალმა მამუკა ხაზარაძესა და თიბისი ბანკთან სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში დავა საბოლოოდ წააგო
ასავალ-დასავალმა მამუკა ხაზარაძესა და თიბისი ბანკთან სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში დავა საბოლოოდ წააგო
14:35 05.09.2017
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალს“, ჟურნალისტებსა და რედაქტორს მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე გაზეთის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მან „ასავალ-დასავალსა“ და სარედაქიო კოლექტივს სოლიდარულად დააკისრა მორალური ზიანის სახით საერთო ჯამში 5000 ლარის გადახდა მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ. როგორც თიბისი ბანკში განმარტავენ, აღნიშნული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს.

„ასავალ-დასავალი“ გრძელვადიან, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებდა თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. გამოცემის თითქმის ყველა ნომერში ქვეყნდებოდა ღირსების შემლახველი სტატიები მამუკა ხაზარაძის მიმართ. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას და შესაბამისად, გარდა ფულადი კომპენსაციისა, გაზეთს დაავალა გავრცელებული ცნობების უარყოფა გაზეთის იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც აღნიშნული ცრუ ინფორმაცია დაიბეჭდა.

ადვოკატი ქეთი ქვარცხავა განმარტავს: „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ მედიას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას და მედიის მხრიდან ყალბი ცნობებით პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა დაუშვებელია. ეს პრეცედენტი ცხადყოფს, რომ ადამიანის ღირსება, პატივი, ასევე კომპანიის საქმიანი რეპუტაცია დაცულია კანონის ძალით და სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს უფლებები ხელშეუვალია ჩვენს ქვეყანაში“- აცხადებენ "თიბისი ბანკში".

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით: „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ განსაზღვრა მედიიის პასუხისმგებლობის ფარგლები ინფორმაციის გავრცელებისას და მისი მხრიდან პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის დაუშვებელობა ყალბი ფაქტების გავრცელებით.“

დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების სამი ინსტანცია გაიარა. სამივე ინსტანციამ აღიარა, რომ საქმე ეხებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა