საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო, ასპინძის მუნიციპალიტეტის
მოქმედ გამგებელს, ლევან ცაბაძეს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებასა და საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.
მათი ინფორმაციით, მოქმედმა გამგებელმა, ლევან ცაბაძემ (მოცემულ მომენტისათვის ლევან ცაბაძე საინიციატივო ჯგუფიდან იყრის კენჭს), ააიპი-ების ხელმძღვანელებს ჩაუტარა თათბირი და განუცხადა, რომ ააიპი-ების ყველა თანამშრომელი (მათ შორის არიან: ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები) უნდა მივიდეს შტაბში და ლევან ცაბაძის მხარდამჭერთა სიაში ჩაეწერონ.
ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანი დამკვირვებელი თავად შეხვდა და გაესაუბრა მოწმეებს, რომლებმაც, მათი თქმით, ეს ინფორმაციას დაადასტურეს.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო მიმართავს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას / CEC of Georgia, რათა უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა და დამრღვევ პირთა მიმართ გაატაროს დროული და ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომები, ხოლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას მისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებისათვის.
ასევე, მრავალეროვანი საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან.

















