ხანძარი სასტუმრო „რუსთაველში“ ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე ორი სახანძრო
მანქანა, ორი საათის განმავლობაში მუშაობდა.
ცეცხლი სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში გაჩნდა.
სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელის, იციკ მოშეს თქმით სავარაუდოდ სტუმარს დარჩა რაღაც მოწყობილობა ჩართული, რამაც ხანძარი გამოიწვია.
„სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში სტუმარს ჩართული დარჩა რაღაც, რომლის გამოძიებაც ახლა მიმდინარეობს, ცოტა ხანში გვეცოდინება ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი“ - აცხადებს სასტუმროს მფლობელი.
ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით კი ნომრის მფლობელი შემთხვევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა.
„სტუმარი გასული იყო. საბედნიეროდ, მისი ყველა მნიშვნელოვანი საბუთი სხვა ოთახში ინახებოდა. სავარაუდოდ, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რადგან სასტუმროში სიგარეტის მოწევა აკრძალულია“-განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

















