აბასთუმანში დღეს დილიდან ავიაციამ მუშაობა განაახლა. ცეცხლის ლოკალიზებას ამ
დროისთვის ექვსი საფრენი აპარატი ცდილობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით ამ დროისთვის ღია ცეცხლის კერები აღარ არსებობს.
„ცეცხლის ყველა ღია კერა ჩამქრალია, ეფექტურად მუშაობს ავიაცია და ცოცალი ძალა. ჩვენ გვაქვს აწყობილი კავშირგაბმულობა, გვაქვს პირდაპირი კავშირი ხმელეთიდან ავიაციასთან, რისი საშუალებითაც ზუსტ კოორდინატებს აწვდიან თუ სად არის წყალი ყველაზე მეტად საჭირო. დღის ბოლომდე, თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი სრულად ლოკალიზებული იქნება.
ხუთი ვერტმფრენი მუშაობს უკვე და სულ მალე უკრაინული თვითმფრინავიც ჩაერთვება. ცოცხალი ძალა დაახლოებით 1500 კაცამდეა. 1200 შსს წარმომადგენლები არიან, დანარჩენი კი მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლება. ადგილობრივებმა კარგად იციან აქაური ლანდშაფტი და ამიტომ, ყველანაირი ძალით ცდილობენ დახმარებას, მინდა მადლობა გადაუხადო მათ“ - განაცხადა მღებრიშვილმა.

















