ესპანეთის პოლიციამ ბარსელონში ტერაქტის შემდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ტერორიზმში
ეჭვმიტანილების ლიკვიდირება მოხდა.
სპეცოპერაცია კამბრილსის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, სადაც სავარაუდოდ, კიდევ ერთი ტერაქტი იგეგმებოდა.
მოკლულებს სხეულზე დამონტაჟებული ასაფეთქებლები და იარაღი აღმოაჩნდათ.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში ტერაქტი გუშინ მოხდა. მიკროავტობუსის საფეხმავლო ზონაში შევარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 119 კი მძიმედ დაშავდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. პოლიციამ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 28 წლის დრის უკაბირი დააკავა.
ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
შემთხვევის შედეგად დაღუპულებს ქვეყანაში ადგილობრივი დროით 12 საათზე 5 წუთიანი დუმილით პატვს მიაგებენ.

















