საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოლონეთიდან უკრაინაშ ჩასვლას
10 სექტემბერს აპირებს.
სააკაშვილი უკრაინელებს მისი ჩამოსვლისას გამშვებ პუნქტ კრაკოვეცისთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
"უბრალოდ საჭიროა ხალხი საზღვარზე მოვიდეს. მე არ ვარ პოროშენკო და არ ვარღვევ კონსტიტუციას. ახლა პოლონეთში ვარ და შეხედეთ სად არის ახლა პოლონეთი და სად უკრაინა. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ორი დიდი განსხვავებაა - არ არის კორუფცია და არ არის ოლიგარქია. ისე, რომ მე ჩამოვალ პოლონეთიდან და ჩამოგიტანთ პოლონეთის გამოცდილებას. ჩვენ არ გვექნება კორუფცია და გვექნება წესრიგი. შეხვედრისთვის დერეფანია საჭირო, მოდით ერთად გავაკეთოთ, თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - გამშვები პუნქტი კრაკოვეცი. მოდით ერთად ვიმუშაოთ, ბევრ ადამიანს სურს დახმარება, ამიტომ, მოდით შევხვდეთ 10 სექტემბერს გამშვებ პუნქტ კრაკოვეცთან. მე ვემზადები და ვიცი რას გავაკეთებ, ვიცი როგორ ვიმოქმედო, მაგრამ მჭირდება თქვენი დახმარება, თქვენთან ერთად ყველაფერი გამოვა. ჩვენ უნდა შევცვალოთ სისტემა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მარადიორი უნდა იყო, რომ ომის პირობებში ფულს აკეთებდე და ფიქრობდე, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება. მთავარი ჩემი ჩამოსვლა არ არის, მთავარია თქვენ დაიბრუნოთ უკრაინა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

















