ჩინეთის დასავლეთ ნაწილში დღეს გამთენიისას მომხდარი 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 24 აღწევს, დაღუპულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
უცხოური მედიის ცნობით, მიწისძვრა დღეს ადგილობრივი დროით 05.07 საათზე სინცზიან-უიგურის ავტონომიურ ოლქში მოხდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, მიწისძვრით გამოწვეული ქვათაცვენის გამო რეგიონში შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება.
მიმდინარე კვირას ჩინეთში ეს უკვე მეორე მძლავრი მიწისძვრაა. მანამდე მომხდარმა მიწისძვრამ სიჩუანის პროვინციაში 4 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

















