რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ისვეე როგორც ამერიკის
შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ, სენატმაც მხარი დაუჭირა.
დოკუმენტი, რომელიც რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევას ეხება, სენატმა 98 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
იმისთვის რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს, მას 10 დღის ვადაში ხელი აშშ-ის პრეზიდნტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.
„რუსეთი თავს დაგვესხა ჩვენ და ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რუსეთი შეიჭრა სხვა სახელწიფოების, საქართველოსა და უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე, მონაწილეობს სამხედრო დანაშაულში სირაში. ეს კანონპროექტი შესაძლებლობას მისცემს შეერთებულ შტატებს, იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ და მომავალში მოსკოვის თავდასხმისგან თავი დაიცვას," - განაცხადა სენატორმა, ბენ კარდინიმ.

















