სირიაში ძალადობა იზრდება და უკონტროლო ხდება, ქვეყნის ბევრი რაიონი სამოქალაქო ომში ეფლობა. ეს განცხადება გაერო-ს ადამიანის უფლებათა
კომისიამ გააკეთა, იუწყება „ბი-ბი-სი“.
გაერო-ს კომისიამ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნა.
გაერო-ს ექსპერტთა შეფასებით, სამთავრობო ძალები ქალაქის რაიონებში უფრო მეტად საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვას ახორციელებენ, მაშინ, როდესაც ამბოხებულები გზისპირა ბომბებს იყენებენ აქტიურად.
რაც შეეხება ჰულას მცხოვრები 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობას, გაერო-ს დასკვნაში ნათქვამია, რომ ამისთვის „პასუხისმგებელი შეიძლება იყვნენ“ პროსამთავრობო გასამხედროებული ფორმირებები.

















