სირიის პროსახელისუფლებო ტელეარხ „იხბარიას“ ოფისზე, რომელიც დამასკოს სიახლოვეს მდებარეობს, თავდასხმისას სამი კაცი დაიღუპა. ინფორმაცია
ამის შესახებ სირიის მასმედია ავრცელებს.
შენობა, სადაც ტელევიზიის შტაბ-ბინაა განთავსებული, დანგრეულია.
შემთხვევის ადგილზე მისვლისას სირიის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოკლულებს ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული და მათ სასტიკად გაუსწორდნენ.
მინისტრმა მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ ტერორისტებს დააკისრა.

















