უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად შეტაკებების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების
თადარიგის ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ქართველმა მებრძოლებმა აცნობეს.
როგორც დავით მაყიშვილმა ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა, პრორუსმა სეპარატისტებმა ანტი ტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, რა დროსაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
გარდაცვლილი თადარიგის ოფიცრის ოჯახისთვის ჯერ არ უცნობებიათ. ამის გამო მისი ვინაობა არ სახელდება.

















