ყარაჩში კერძო სატელევიზიო სადგურზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს თავის თავზე.
ტელეკომპანია Aaj-ის დაცხრილვის დროს ორი ადამიანი დაიჭრა.
როგორც თალიბების წარმომადგენლებმა „ბი-ბი-სის“ განუცხადეს, ასეთი იყო მათი პასუხი ტელევიზიის მიერ „ბოევიკების“ შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებისთვის.
ეს იყო მასობრივი ინფორმაციის საშულებებზე თალიბების პირველი შეტევა.

















