ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამედ მურსი რეგიონში სტრატეგიული „ბალანსის“ შესაქმენლად, ირანთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს. ამის შესახებ
მურსიმ ირანულ სააგენტო „Fars“-ს განუცხადა.
ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, ეს ნაბიჯი მისი წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილია და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედება რეგიონში ზეწოლას გააწონასწორებს.
მურსი ოფიციალურ თეირანთან ურთიერთობის გაუმჯობესებით განსაკუთრებით არის დაინტერესებული. ეს განცხადება მან არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა.
მუჰამედ მურსი ისლამური მოძრაობა „ძმები-მუსლიმანების“ ლიდერია. 60 წლის მურსიმ ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 51,7% მიიღო. მურსიმ ახალი მთავრობის ფორმირება უკვე დაიწყო.
მუაჰმედ მურსის ფიცის დადების ცერემონია, სავარაუდოდ, 30 ივნისს გაიმართება.

















