იტალიელმა სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ქართველ მამა-შვილს, რომელიც პოლიციამ ქალაქ გენუაში დააკავა, ბრალად საიუველირო მაღაზიის გაძარცვა ედებათ.
ჩხრეკისას მათ, რამდენიმე ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და პრეპარატი მეტადონი აღმოაჩნდათ.
იტალიის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

















