ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით დღეს მიწისძვრა მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.
სახელმწიფო სეისმოლოგიური სამმართველოს მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები პროვინცია იუნნანისა და სიჩუანის საზღვარზე დაფიქსირდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

















