100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, ერთი კვირის განმავლობაში, ლიბიის დასავლეთში
მიმდინარე შეტაკებების შედეგად, იუწყება „ბი-ბი-სი“.
კონფლიქტი ლიბიელ აჯანყებულთა ყოფილი რაზმების მებრძოლებსა და მაშაშიას ტომს შორის, რომელიც მხარს არ უჭერს მუჰამედ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ გასული წლის ამბოხებას, ერთი კვირაა მიმდინარეობს.
2011 წლის ოქტომბერში კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბიაში სხვადასხვა ტომს შორის არაერთი შეტაკება მოხდა.
ლიბიის ახალი ხელისუფლება ცდილობს თავის კონტროლქვეშ მოაქციოს ადგილობრივი მიმოფანტული შეიაღაღებული ჯგუფები და იმედოვნებს, რომ ეს ძალადობა ხელს არ შეუშლის 7 ივლისს ეროვნული ასამბლეის არჩევნების ჩატარებას.

















