დაქირავებული მებრძოლების თავდასხმის შედეგად, დღეს, ავღანეთის სამხრეთში სამი პოლიციელი დაიღუპა.
პოლიციელის ფორმაში გადაცმული „ბოევიკები“ პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს და სროლა დაიწყეს.
ავღანეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ ავღანეთის სამხრეთის პროვინცია გილმენდში, გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან ექვსი ბავშვია.

















