logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბარაკ ობამა - ჯეკსონ-ვენიკის შესწორების გაუქმება პრიორიტეტულია
ბარაკ ობამა - ჯეკსონ-ვენიკის შესწორების გაუქმება პრიორიტეტულია
13:39 19.06.2012
ამერიკა-რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის შემზღუდველი ჯეკსონ-ვენიკის შესწორებების გაუქმება შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ეს განცხადება აშშ-ს პირველმა პირმა ბარაკ ობამამ მექსიკაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გააკეთა.

ობამამ ეს განცხადება ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის იმ გამონათქვამების ფონზე გააკეთა, რომლებიც დისკრიმინაციული შესწორებების გაუქმებას ე.წ.„მაგნიტსკის კანონის“ მიღებას უკავშირებენ.

კანონის მიხედვით, რიგი რუსი ჩინოვნიკის მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ, 2009 წელს იურისტ სერგეი მაგნისტსკის რუსეთის საგამოძიებო იზოლატორში სიკვდილთან არიან კავშირში, სავიზო სანქციები დაწესდება, ხოლო ამერიკაში მათი აქტივები გაიყინება.

„მაგნისტკის კანონის“ პროექტს აშშ-ს სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტი განიხილავს, კონგრესის ანალოგიურმა კომიტეტმა ის უკვე მოიწონა.

რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონპროექტის დაკავშირება ჯეკსონ-ვენიკის შესწორებასთან არალოგიკური და არასწორია და საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება.

ობამამ თავის მისწრაფებაზე - მხარი დაუჭიროს ჯეკსონ-ვენიკის შეწორების გაუქმებას, პუტინთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უფრო დაბალია, ვიდრე შეიძლება იყოს.

პასუხად რუსეთის სახელმწიფოს ლიდერმა კოლეგას მადლობა უთხრა იმ მხარდაჭერისთვის, რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში გაუწია.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხაზგასმით არაერთხელ განუცხადებია, რომ აუცილებლად მიიჩნევს, რაც შეიძლება სწრაფად გაუქმდეს ამერიკასა და რუსეთს შორის სავაჭრო შეზღუდვები, კერძოდ კი, ჯეკსონ-ვენიკის შესწორება, რომელიც სსრკ-ს წინააღმდეგ 1974 წელს შემოიღეს და რომელიც რუსი ექსპორტიორებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა.

„როიტერი“ კონგრესმენთა თანაშემწეებზე დაყრდნობით იუწყება, რომ „მაგნისტკის კანონის“ პროექტის ტექსტში ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შესწორებები შეიტანეს იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკის სახელი, რომლებზეც სანქციები გავრცელდება, საიდუმლოდ დარჩეს. წყაროს ცნობით, კანონს, შესაძლოა, რუსი ჩინოვნიკების გვარების შემცველი დანართი ჰქონდეს, რასაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თუ საჭიროდ ჩათვლის, გაასაიდუმლოებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა