აშშ-ს კონგრესის მიერ ე.წ. „მაგნისტკის კანონის“ მიღების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის საპასუხო ნაბიჯები გადადგას.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვმა გააკეთა.
„ყველასთვის ცხადია, რომ საპასუხო ზომები გარდაუვალია, თუმცა, სასურველია ამის თავიდან აცილება“ - განაცხადა უშაკოვმა და დასძინა, რომ თუ კანონს არ მიიღებენ არც ამ ზომების მიღება გახდება საჭირო და ვითარებაც გამოსწორდება.
მისი თქმით, საპასუხო ზომების შინაარსი საიდუმლოა.
იური უშაკოვის განცხადება, რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრის წინ გაკეთდა, რომელიც მექსიკაში „დიდი ოცეულის“ შეხვედრის ფარგლებში დღეს გაიმართება. უშაკოვი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკება კონსტრუქციულად წარიმართება, თუმცა, მისი თქმით, „ვიღაც ცდილობს მოლაპარაკებისთვის ხელის შეშლას“.

















