დაუდგენელმა პირებმა კვირას გამთენიისას ავსტრიის ერთ-ერთი ფერმიდან ერთი ტონა მარწყვი მოიპარეს.
როგორც „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება მძარცველებმა მარწყვის მოსავალი ღამის განმავლობაში დაკრიფეს. მათ მარწყვის პლანტაციის 10 რიგი გაძარცვეს, რაც დაახლოებით ერთ ტონას შეადგენს.
მიყენებული ზარალის ოდენობა 3 ათას აშშ დოლარს აღწევს.
ამ უცნაურ დანაშაულს სამართალდამცავები იძიებენ და ცდილობენ დაადგინონ მოპარული მარწყვის შემდგობმი ბედი.

















