ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ
ვლადიმერ პუტინს შორის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.
BBC-ის ინფორმაციით, პუტინმა კოლეგას საარჩევნო პროგრამის განხორციელებაში წარმატებები უსურვა.
როგორც ცნობილია, მხარეებმა სირიის კონფლიქტის შესახებაც ისაუბრეს და ამასთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა არადამაკმაყოფილებელია.
კრემლის ცნობით, ამ ეტაპზე მათ პირადად შეხვედრა არ დაუგეგმავთ.

















