რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში შენობის დანაღმვის შესახებ შესული ინფორმაციის შემდეგ, შენობიდან თანამშრომელთა ევაკუაცია დაიწყო. მოსალოდნელი
აფეთქების შესახებ კომიტეტს უცნობმა პირმა აცნობა, იუწყება „ინტერფაქსი“.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, ევაკუაციის გამო ფერხდება „მილიონების მარშის“ მონაწილეთა დაკითხვა, რომელიც დღეისთვის იყო დანიშნული.
„მილიონების მარშის“ დროს, 6 მაისს მოსკოვში უწესრიგობის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კომიტეტში დაკითხვაზე გამოძახებულია რიგი ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის არიან ბორის ნემცოვი, სერგეი უდალცოვი, ქსენია სობჩაკი და ილია იაშინი.

















