რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო დანადგარების საწყობში მომხდარი რამდენიმე აფეთქებისა და გაჩენილი ხანძრის
გამო, ორენბურგისა და სამარის ოლქების 300-მდე მაცხოვრებლის ევაკუაცია გახდა საჭირო.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრივოლჟსკის რეგიონალური ცენტრის უფროსმა იგორ პანშინმა განაცხადა, სამი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით რეგიონალურ ცენტრში საგანგებო შეკრება გაიმართა.
პანშინმა თავდაცვის სამინისტრზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მომხდარის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულები არ არიან.

















