საფრანგეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, სოციალისტები ლიდერობენ.
„ფრანს პრესის“ ცნობით, საფრანგეთში 10 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, წინასწარი მონაცემებით, სოციალისტური პარტია ლიდერობს.
მოკავშირებმა - სოციალისტურმა და მწვანეთა პარტიამ ხმების 40% მოაგროვეს, „კავშირმა სახალხო მოძრაობისთვის“ 35%, „ნაციონალურმა ფრონტმა -14%, „მემარცხენე ფრონტმა“ - 7%.
არჩევნებში საფრანგეთის ელექტორატის 60%-მა მიიღო მონაწილეობა.
სოციოლოგების გათვლებით, საფრანგეთის 577 ადგილიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მემარცხენე მიმართულების პარტიები 289-დან 368-მდე მანდატს მიიღებენ.

















