თურქეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი კურორტ მუგლასთან, ხმელთაშუაზღვაში 19,6 კილომეტრის
სიღმეში იყო, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად არიან დაშავებულები, მათ შორის ტურისტები.
ხალხმა ტრავმები ძირითადად პანიკის დროს აივნიდან და ფანჯრიდან გადმოხტომისას მიიღო.
მიწისქვეშა ძლიერი ბიძგების გამო, მუგლას და ანტალიის რიგი სასტუმროდან ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ ორი პროვინციის ადამინისტრაციისა და თურქეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მონაცმებებით, მსხვერპლი არ არის. დაზიანდა რამდენიმე შენობა.

















