აზერბაიჯანისა და სომხეთის ფრონტის ხაზზე ვითარება კვლავ დაძაბულია. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმი ყველა მიმართულებით დარღვეულია. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის
თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. იუწყება სააგენტო „ტრენდი“.
სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მთელი ღამის განმავლობაში აგდამსკის, ტერტერის, გერანბოისკის, ფიზულინსკისა და გედაბეისკის რაიონებში აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ისროდნენ.
სომხური მხრიდან სროლას აზერბაიჯანულმა მხარემ სროლითვე უპასუხა.
ორმხრივი ინტენსიური სროლის მიუხედავად, აზერბაიჯანულ მხარეს მსხვერპლი არ არის.

















