საფრანგეთი ავღანეთიდან ჯარების გაყვანას ივლისში დაიწყებს და წლის ბოლომდე დაასრულებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
უცხოური მედიის ცნობით, განცხადება პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პროვინცია კაპისაში ნატოს ძალების კოლონაზე ტერორისტ-თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად 4 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 5 დაიჭრა.
ავღანეთიდან ჯარის 2012 წლის ბოლომდე გაყვანა ოლანდის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.
ამჟამად კოალიციური ძალების რაოდენობა ავღანეთში 130 ათას ადამიანს შეადგენს. ალიანსი ავღანეთიდან გასვლას 2014 წლისთვის დაასრულებს.

















