საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს.
როგორც BBC იუწყება, წინასწარი ვარაუდით, სოციალისტური პარტია, რომლის
წარმომადგენელიც საფრანგეთის დღევანდელი პრეზიდენტი ფრანსუა ორლანდია, პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, რაც პრეზიდენტს თავისი რეფორმების განხორციელების საშუალებას მისცემს.
არჩევნების წინ ამომრჩეველთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ სოციალისტები დიდი მხარდაჭერით ვერ სარგებლობენ, თუმცა პარლამენტში ისინი მცირე, მაგრამ საკმარისი უპირატესობის მოპოვებას მწვანეთა პარტიასთან და ულტრა მემარცხენეებთან ერთად შესძლებენ.

















