ევროკავშირი აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარების შეხების ხაზზე დაძაბულობის ზრდით და მსხვერპლის რიცხვით შეწუხებულია.
ამის შესახებ ბაქოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა როლანდ კობიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. იუწყება სააგენტო Trend.
„ჩვენ უნდა ვეცადოთ მხარეები დავარწმუნოთ მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობაში და არა კონფლიქტის სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვეტაში“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს ორ ქვეყნის ხალხს შორის ნდობის აღსადგენად, რათა მათ შორის მშვიდობიანი მოლაპარაკება დაიწყოს.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა დაახლოებით ერთი თვის წინ კიდევ უფრო გართულდა, არის მსხვერპლიც.
ე.წ. მთიანი ყარაბახის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. 1994 წლის მაისიდან მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და დღემდე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით და საფრანგეთის, აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით წარუმატებელი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

















