ბულგარეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს, რომელთა შორის ერთი ქართველია.
გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფება ნარკოტიკების რეალიზაციას ახორციელებდა. სულ დაკავებულია 29 პიროვნება.
სპეცოპერაცია იტალიელ სამართალდამცავებთან ერთად ჩატარდა, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალებები სწორედ იტალიაში იყიდებოდა. ამ დაჯგუფების საშუალებით იტალიაში ყოველწლიურად 40 ტონა კოკაინი შედიოდა.
დაკავებული ქართველის ვინაობის შესახებ საქართველოს საელჩო ბულგარეთში ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს, ვინაიდან ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.

















