იტალიის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციაში მიწისძვრას 16 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 400-მდე დაშავდა. ათასობით
მცხოვრები კი - თავშესაფრის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მიწისძვრის სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა. ძლიერ მიწისძვრას კიდევ რამდენიმე შემდგომი ბიძგი მოჰყვა.
მიწისძვის გამო ადგილიდან 14 000 მდე მოქალაქის ევაკუაცია მოხდა. ეძებენ დაკარგულებსაც.
მოედნის პროვინციაში მიწისძვრის განმეორებას არ გამორიცხავენ. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარმა პროვინციას სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა.

















