ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა წყალქვეშა ხომალდ „ილინოისს“ მეურვეობას გაუწევს.
აშშ-ს პირველმა ლედიმ თანხმობა განაცხადა, იყოს მშენებარე წყალქვეშა ხომალდის „ილინოისის“ მეურვე, რომელიც ფლოტის შემადგენლობაში 2015 წელს შევა. ხომალდს ეს სახელი მისი მშობლიური შტატის პატივსაცემად დაერქვა. იუწყება „ასოშეიტედ პრესი“
მიშელ ობამას მუდმივი კონტაქტი ექნება ხომალდის ეკიპაჟის და მათი ოჯახის წევრებთან და მონაწილეობას მიიღებს წყალქვეშა გემის ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ „ილინოისის“ მთელი ეკიპაჟი მდედრობითი სქესის იქნება. ის პირველი ამერიკული ხომალდია, რომლის ეკიპაჟიც მთლიანად ქალებით დაკომპლექტდება.
მიშელ ობამას ეს გადაწყვეტილება ერთგვარი ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტთა მეუღლეები და ქალიშვილები ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებზე მეურვეობას იღებენ თავის თავზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს 44-ე პრეზიდენტის მეუღლე უკვე არის სანაპირო დაცვის კატარღის „სტრატონის“ მეურვე.

















