ირანის მთავრობამ ნარკოვაჭრობაში ბრალდებული 14 ადამიანი სიკვდილით დასაჯა.
ირანული მედიის ინფორმაციით, სიკვდილთმისჯილებს ბრალად ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება და რეალიზაცია ედებოდათ.
ირანის სისხლის სამართლის მიხედვით, სასამართლოს უფლება აქვს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს მკვლელობაში დამნაშავეს, ასევე მკაცრად ისჯება ნარკოტიკების მოხმარება რეალიზაცია.
სიკვდილმისჯილთა რაოდენობით ირანი პირველ ადგილზეა. 2011 წლის მონაცემებით, ირანში 360 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათგან უმრავლესობა სწორედ ნარკოტიკების რეალიზაციაში იყვნენ ბრალდებულები.

















