სირიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა ჰამას პროვინციაში სახელისუფლო ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად.
გავრცლებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის მცირწლოვანი ბავშვებიც არიან.
გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის მოქმედების მიუხედავად, 12 აპრილიდან სირიაში ასობით ადამიანია დაღუპული.
აშშ-ში 19 მაისს „დიდი რვიანის“ სამიტი გაიმარა, სადაც მსოფლიო ლიდერებმა აქტუალურ საკითხებს შორის, სირიაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილეს ყურადღება. ამ საკითხთან მიმართებაში ლიდერების პოზიცია განსხვავებულია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ სირიაში სტაბილურობის დასამკვიდრებლად უმჯობესია საერთაშორისო ძალების ჩარევა არ მოხდეს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია.

















