იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში 5.1 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა დაფიქსირდა.
ნგრევა განმეორებით მიწისქვეშა ბიძგებსაც მოჰყვა.
უცხოური მედიის ცნობით, დღეს გამთენიისას ძლიერი მიწისძვრა ქალაქ ბოლონიის ჩრდილოეთით მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.
ამასთანავე, 3 000-მდე ადამიანია ევაკუირებული მიწისძვრის ზონის მახლობლად მდებარე ქალაქებიდან.

















