ევროპარლამენტის ვიცე-თავმჯდომარემ იაცეკ პროტასევიჩმა, უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო ხარკოვის საავადმყოფოში მოინახულა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროტასევიჩმა სამკურნალო დაწესებულება კომენტარის გარეშე დატოვა.
როგორც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვიცე -სპიკერი ექს-პრემიერის მკურნალობის პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილია და ზოგადად, საავადმყოფოში არსებული პირობებიც მოიწონა.
იულია ტიმოშენკოს გერმანელი ექიმი უტც ხარმმი მკურნალობს.

















