იტალიის სამხრეთით, ქალაქ ბრინდისში, ერთ-ერთ კოლეჯთან განხორციელებულ ტერაქტს ერთი სტუდენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უცხოური მედიიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი გოგონა და დაიჭრა 10-მდე სტუდენტი, რომელთაგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა კოლეჯთან ადგილობრივი დროით 8:00 საათზე მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, ასაფეთქებელი ნივთიერება ჩანთაში იყო მოთავსებული, რომელიც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა სკოლის შესასვლელთან დატოვა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

















