უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს იური ლუცენკოს ევროსასამართლოში გამარჯვების
დიდი შანსი აქვთ. ამის შესახებ განცხადება ევროსასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ვლადიმერ ბუტკევიჩმა გააკეთა.
„ვთვლი, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ეს საქმე ტიმოშენკოს და ლეცენკოს სასარგებლოდ წარიმართება“-აღნიშნა ბუტკევიჩმა.
მისი თქმით, თავად ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმაც აღიარა, რომ ყოფილი პრემიერი სისხლის სამართლის ძველი კოდექსით გაასამართლეს და შესაბამისად, ევროპული სტანდარტების დაცვა არ მოხდა.
საქმე ეხება 2009 წელს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე უკრაინა-რუსეთს შორის გაფორმებულ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას. სასამართლომ ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















