გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სურვილს საბერძნეთში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ, ბერძნული პარტია „მემარცხენე ფრთის“ ლიდერი „ადამიანების
ცხოვრების პოკერით თამაშს“ უწოდებს
აღნიშნულ პოზიციას კიდევ ერთი „მემარცხენე რადიკალური“ ბლოკის ხელმძღვანელი სალეკსი ციპრა იზიარებს. მისი აზრით, მკაცრი ზომების მიღებამ შეიძლება ერთიანი ევროპული ვალუტის არსებობას საფრთხე შეუქმნას.
საბერძნეთში მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ გამოვიდა საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. მან აღნიშნული პოზიცია ანგელა მერკელთან შეხვედრაზე დააფიქსირა.
საბერძნეთის პრეზიდენტმა კაროლოს პაპულიასმა ქვეყნის დროებითი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გუშინ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე პანაიოტისა პიკრამენოსი დანიშნა.

















